• 14-04-2024
    საოცარი მაჩვენებლი! - ხვიჩა კვარაცხელია პირველია
    საოცარი მაჩვენებლი! - ხვიჩა კვარაცხელია პირველია

    სერია ა-ს 32-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" "ფროზინონეს" უმასპინძლა. მოგეხსენებათ, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

    თამაშის უდაოდ გამორჩეული ფეხბურთელი სწორედ ქართველი ვინგერი იყო, რომელმაც 1 საგოლე პასიც მიითვალა.

    აღნიშნულ შეხვედრაში, კვარამ 5 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, რითაც მას მიმდიანარე სეზონში, ჯამში, 157 წარმატებული დრიბლინგი დაუგროვდა.

    ქართველი ამ შედეგით იტალიაში პირველ ადგილზე იმყოფება, მთლიანად ტოპ 5 ლიგებში კი ის მე-5 პოზიციას იკავებს.

    ცნობისთვის მის წინ დოკუ (სიტი), ვინისიუსი (რეალი), მუსიალა (ბაიერნი) და სანე (ბაიერნი) იმყოფებიან.

    Facebook კომენტარები