• 15-04-2024
    “შენს კარიერაში პირველი ვიქნები, ვინც…” - ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეის მიმართა
    “შენს კარიერაში პირველი ვიქნები, ვინც…” - ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეის მიმართა

    როგორც მოგეხსენებათ, BMF-მა მაქს ჰოლოუეიმ ჯასტინ გეიჯის დამარცხების შემდეგ ილია თოფურია გამოიწვია.

    ილიამ სოციალურ ქსელში პასუხიც არ დააყოვნა:

    “გილოცავ შენს ბრწყინვალე ასპარეზობას მაქს. პატივს ვცემ შენს ისტორიას და ყველა მიღწევას, რაც შენს ოჯახთან ერთად გამოიარე. ჩვენ წლის ბოლომდე აუცილებლად გავიზიარებთ ოქტაგონს ერთად და მერწმუნე, შენ გელოდება გამოწვევა, რაც აქამდე არასდროს გქონია. მე ვიქნები პირველი ვინც დაგანოკაუტებს Philippians 4:13”. - წერს თოფურია სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, ილია თოფურიას თავისი მომდევნო ბრძოლის გამართვა სანტიაგო ბერნაბეუზე სურს.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები