რონალდუ: "ზიდანი მხოლოდ მწვრთნელი არ არის"

4-09-2016, 21:25

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა სუპერვარსვკლავმა კრიშტიანუ რონალდუმ ისაუბრა კლუბის ფრანგ მთავარ მწვრთნელზე ზინედინ ზიდანზე.

"სამეფო კლუბის" ლიდერმა განაცხადა, რომ ლეგენდარული ზინედინ ზიდანი მისთვის არა მხოლოდ მთავარი მწვრთნელია, არამედ საკმაოდ ახლო მეგობარიც.

"მე არ ვფიქრობ, რომ ზიდანი ჩემი მწვრთნელია. ის ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და როგორც ჩემი, ასევე სხვა დანარჩენი ფეხბურთელებისთვისაც ახლო მეგობარია. ზუსტად ზიდანია "რეალის" წარმატების საიდუმლო და მთავარი სულისჩამდგმელი. იმედი მაქვს, რომ ის კლუბში მრავალი წლის განმავლობაში დარჩება." - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ. 



  • tsandro
  • 5 სექტემბერი 2016 13:48
ზიზუ ზე ბესთია <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით