• 15-04-2024
    "მატჩამდე ჩემი მოტივაცია მხოლოდ ეს იყო" - უნაი ემერიმ არსენალთან მოგების შემდეგ ისაუბრა
    "მატჩამდე ჩემი მოტივაცია მხოლოდ ეს იყო" - უნაი ემერიმ არსენალთან მოგების შემდეგ ისაუბრა

    "მეთოფეთა" ყოფილმა და ამჟამად "ასტონ ვილას" მთავარმა მწვრთნელმა - უნაი ემერიმ, "არსენალთან" მოულოდნელი 2-0 გამარჯვების შემდეგ, მის მატჩისწინა მოტივაციაზე ისაუბრა.

    "არა, ყველაფერი ასე არაა, ეს მოგება "ასტონ ვილას" ძალიან სჭირდებოდა, რადგან ჩვენ ამ გამარჯვებით 63 ქულა გაგვიხდა. ეს იმას ნიშნავს, ხუთეულში ადგილის განმტკიცების შანსი გვაქვს. მატჩის წინ მხოლოდ ეს მოტივაცია მქონდა." განაცხადა ემერიმ.

    "რა თქმა უნდა, არსენალთან მოგება ყველას ძალიან უძნელდება, რადგან ისინი გასაოცარ სეზონს ატარებენ, დარწმუნებული ვარ მათთვის ახლა წაგება ძალიან რთული იყო, აქ შანსების შექმნა ყველას უჭირს."

    შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტი "არსენალს" სათავეში 18 თვე ედგა 2018 წლის მაისიდან, 2019 წლის ნოემბრამდე, სანამ მენეჯმენტმა ის მწვრთნელის პოსტიდან კლუბის ცუდი შედეგების გამო დაითხოვა.

    მიმდინარე სეზონში კი უნაი ემერი "ვილას" ფანებში ძალიან პოპულარული გახდა, ვინაიდან მან გუნდის "იღბალი შემოაბრუნა" და ახლა ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიკაციისთვის იბრძვის. რადგან ჯერ კიდევ გაურკვეველია, მოიპოვებს, თუ არა პრემიერ ლიგის მეხუთე ადგილოსანი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლებას, ემერი და კამპანია ყველანაირად ეცდება ცხრილში თავისი ადგილის დაცვას.

    Facebook კომენტარები