• 16-04-2024
    ზედიზედ მეორედ! - გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
    ზედიზედ მეორედ! - გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე ბრწყინვალე ფორმაშია.

    ლიგა 1-ის 29-ე ტურის შეხვედრაში მიქაუტაძემ “ლანსის” წინააღმდეგ დუბლი შეასრულა.

    გავლენიანი გამოცემა, Whoscored-ის ვერსიით გიორგი ლიგა 1-ის გასული ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

    ცნობისთვის, მიქაუტაძეს საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგრობდა.

    Facebook კომენტარები