• 16-04-2024
    უარი სერიოზულ შემოთავაზებაზე! - რა თანხას შეელევა “ბარსელონა” რაფინიას
    უარი სერიოზულ შემოთავაზებაზე! - რა თანხას შეელევა “ბარსელონა” რაფინიას

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” 27 წლის ფეხბურთელი, რაფინია ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება, რასაც პსჟ-სთან შესრულებული დუბლიც ადასტურებს.

    გავლენიანი გამოცემა, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონამ” რაფინიას სანაცვლოდ პრემიერ ლიგის გუნდის მიერ შეთავაზებულ 60 მილიონზს უარი თქვა.

    “ბლაუგრანას” ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს, თუმცა თუ მოუწია ის აუცილებლად მინიმუმ 80 მილიონ ევროს მოითხოვს.

    ცნობისთვის, რაფინიამ მიმდინარე სეზონში 8 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები