• 16-04-2024
    "ვერდერმა" კეიტა დასაჯა - რა გახდა ამის მიზეზი
    "ვერდერმა" კეიტა დასაჯა - რა გახდა ამის მიზეზი

    "ლივერპულის" ყოფილი და "ბრემენის ვერდერის" მოქმედი ნახევარმცველი, ნაბი კეიტა, სეზონის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია. მიზეზად კი მისი "ლევერკუზენის ბაიერთან" ბოლო ტურში გამართული მატჩის ჩატარებაზე უარი დასახელდა.

    მდგომარეობა შემდეგია, როდესაც კეიტამ შეიტყო, რომ ის სასტარტო თერთმეტეულს მიღმა დატოვეს, უარი განაცხადა გუნდთან ერთად მოედანზე გამგზავრებაზე და ამის ნაცვლად, გაბრაზებული სახლში დაბრუნდა.

    "სწორედ ამის გამო, "ვერდერის ბრემენმა" ნაბი კეიტა დასაჯა და მიმდინარე სეზონის ბოლომდე თამაში აუკრძალა. გარდა ამისა კლუბმა ნახევარმცველს მსუყე ჯარიმაც დააკისრა." - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

    ასევე ცნობილია, რომ 28 წლის ფეხბურთელი არა მარტო თამაშებს გამოტოვებს, არამედ ის მთავარ გუნდთან ერთადაც ვეღარ ივარჯიშებს და არც მათთან ერთად გასახდელში ყოფნის უფლება ექნება.

    კლემენს ფრიცმა, კლუბის პროფესიონალური ფეხბურთის ხელმძღვანელმა თქვა: "როგორც კლუბი, ჩვენ არ მივესალმებით ნაბის ქცევას. მან თავის გუნდს ძალიან რთულ მომენტში იმედი გაუცრუა. სწორედ მაშინ, როდესაც კლუბი რესურსის ხელმისაწვდომობასა და ნაკლებობას განიცდის. მან კი პირადი ინტერესი ყველაზე მაღლა დააყენა."

    "ჩვენ ამას არ დავუშვებთ. სეზონის ამ მონაკვეთში, გვჭირდება სრული ყურადღება დარჩენილი თამაშებისკენ მივმართოთ და გუნდის ერთობა შევინარჩუნოთ. სწორედ ამიტომ, ალტერნატივის გარეშე დავრჩით."

    Facebook კომენტარები