• 16-04-2024
    ენცო ტკივილებით თამაშობს - არგენტინელი ოპერაციას გეგმავს
    ენცო ტკივილებით თამაშობს - არგენტინელი ოპერაციას გეგმავს

    არგენტინული წყაროების ცნობით, ენცო ფერნანდესს თიაქარის ტრავმა აქვს და უკვე ბოლო რამდენიმე თვეა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით თამაშობს.

    დაზიანება მას სერიოზულად აწუხებს, სწორედ ეს გახდა მისი "ევერტონთან" გამოტოვებული მატჩის მიზეზი. ენცოს ივნისში კოპა ამერიკაზე თამაში ძალიან სურს, ამიტომაც, არგენტინელი ოპერაციის გაკეთებას მალევე გეგმავს.

    საბოლოო გადაწყვეტილებას ის "ჩელსის" ექიმებთან ერთად ასოციაციის თასის ნახევარფინალამდე მიიღებს, რომელსაც კლუბი "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ 20 აპრილს გამართავს.

    შეგახსენებთ, რომ ენცო ფერნანდესი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, ყოველ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ "ჩელსის" შედეგებს მიმდინარე სეზონში. არგენტინელის სტატისტიკა 2023/24 წლების სეზონში "არისტოკრატების" მაისურით ჩატარებულ 38 მატჩში 7 გოლი და 3 ასისტია.

    Facebook კომენტარები