• 17-04-2024
    "ეს ჩემს დნმ-შია!" - კეინმა "არსენალთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
    "ეს ჩემს დნმ-შია!" - კეინმა "არსენალთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა

    სამშაბათს, პრესასთან საუბრისას, მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდმა, ჰარი კეინმა, "ალიანს არენაზე" გასამართ საპასუხო მატჩსა და მის "არსენალთან" პირად დაპირისპირებაზე ისაუბრა.

    "აქამდე, 10 წლის განმავლობაში, "არსენალს"  სეზონში მინიმუმ ორჯერ მაინც ვეთამაშებოდი. რა თქმა უნდა,  ეს ყოველთვის დიდი გამოწვევა იყო, დიდი მომენტი. ალბათ გონებაში სულ მქონდა დალექილი ის ფაქტი, რომ მათ ბავშვობაში უარით გამისტუმრეს."

    "დასამტკიცებელი ყოველთვის იყო და ვგრნობ, რომ მე ისეთი ტიპის მოთამაშე ვარ, ვისაც მთელი კარიერის განმავლობაში ჰქონდა რაღაც, დასამტკიცებელი."

    "ვფიქრობ, რომ მსგავსი გრძნობა არასოდეს არ გტოვებს. ეს ჩემს დნმ- შია და იქამდე იქნება, სანამ კარიერას არ დავასრულებ. ყოველთვის მექნება მიზეზი იმისა, რომ სხვას ჩემზე შექმნილი მცდარი აზრის საპირისპირო დავუმტკიცო."

    შეგახსენებთ, რომ კეინისთვის "არსენალი" განსაკუთრებულ მეტოქეს წარმოადგენს, ვინაიდან როცა ის 9 წლის იყო, "მეთოფეებმა" ჰარი აკადემიიდან გარიცხეს. თავდამსხმელი იმ ამბიდან 2 წლის შემდეგ ტოტენჰემს შეუერთდა და იქ იქამდე ირიცხებოდა, სანამ გასულ ზაფხულს "ბაიერნის" ფორმას მოირგებდა. 

    30 წლის ინგლისელის სტატისტიკა კი მიმდინარე სეზონში უბრალოდ ფანტასტიურია. მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 მატჩში 39 გოლი და 12 ასისტია. ოთხშაბათს კი კეინი, როგორც ლონდონში გამართულ მატჩში, კვლავ ეცდება "მეთოფეთა" კარის კიდევ ერთხელ დალაშქვრას.

    Facebook კომენტარები