• 17-04-2024
    "მივმართავ ხვიჩა კვარაცხელიას...", - რა განცხადებას აკეთებს მიხეილ ყაველაშვილი
    "მივმართავ ხვიჩა კვარაცხელიას...", - რა განცხადებას აკეთებს მიხეილ ყაველაშვილი
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ფეხბურტელი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

    ამასთან დაკავშირებით დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა კომენტარი გააკეთა.

    "ფეხბურთელებმა რა დაწერეს, "არა რუსულ კანონს:-ო არ დაუწერიათ. ჩვენც იმავეს ვიძახით.

    "შეიძლება გულშემატკივრობენ, რა მოხდა მერე. აქციაზე ქართველი ბავშვები და ადამიანები არ დგანან? როგორც ქართული ოცნების ახალგაზრდა მხარდამჭერები არიან ფეხბურთის გულშემატკივრები – ისე ისინიც არიან ფეხბურთელების გულშემატკივრები არიან. 

    "რა გინდა რომ მითხრა – ხვიჩა კვარაცხელია მაგათ უჭერს მხარს? ეს არის მაგათი ხერხი? – რომ გამოვიდნენ და იყენებენ ფეხბურთელების პოსტებს. 

    "ჩემს ხელში გაზრდილები არიან. მივმართავ ხვიჩა კვარაცხელიას, იცის ჩემი აზრი, შენ ამ გულწრფელ სიტყვას, როცა იძახი, რომ ევროპაში მინდაო, ეს ნაძირალები გამოიყენებენ მეთქი. ის უნდა გაემიჯნოს, რომ მისი აზრი მათ არ გამოიყენონ", - თქვა ყაველაშვილმა.

    Facebook კომენტარები