• 17-04-2024
    "აზარტული მოთამაშე არ ვარ, მაგრამ..." - ბელინგემმა დღევანდელ მატჩზე ისაუბრა
    "აზარტული მოთამაშე არ ვარ, მაგრამ..." - ბელინგემმა დღევანდელ მატჩზე ისაუბრა

    ჯუდ ბელინგემი თვლის, რომ მადრიდის "რეალს" "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგიდან გამოსათიშად ყველაფერი აქვს.

    "ვიცი რომ "სიტის" ყველა აფასებს, რადგან მათ ტრებლი მოიგეს, თუმცა ჩვენ საკუთარი თავების გვჯერა" - განუცხადა ბელინგემმა მედიას.

    "მე არ ვარ აზარტული მოთამაშე, არასდროს მქონია შეხება ბუქმეიქერებთან, ამიტომ არ ვიცი ფავორიტები და მსგავსი საკითხები, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენ მადრიდის "რეალი" ვართ და საკმაოდ კარგი შემადგენლობაც გვყავს."

    "ეს თითქოს გარეგანი ხმაა. ჩვენი შესაძლებლობების გვჯერა და ეს განწყობა გასახდელშიც იგრძნობა."

    შეგახსენებთ, რომ დღეს "ეტიჰადზე" გასამართ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდებიან, ექსპერტების უმეტესობა, ფავორიტებად "ქალაქელებს" მიიჩნევენ, თუმცა არაფერია გამორიცხული, რადგან გასულ სეზონებში "ბლანკოსმა" არაერთხელ დაამტკიცა, რომ ამ გუნდისთვის გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს.

    Facebook კომენტარები