• 18-04-2024
    კვარას ვირუსული ინფექცია დაუდგინდა - ცნობილია, დაეხმარება თუ არა ის „ნაპოლის“ მომდევნო ტურში
    კვარას ვირუსული ინფექცია დაუდგინდა - ცნობილია, დაეხმარება თუ არა ის „ნაპოლის“ მომდევნო ტურში

    ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „პარტენოპეის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

    კლუბის ცნობით, მას ვირუსული ინფექცია აქვს, რის გამოც დღევანდელ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა ვერ მიიღო.

    „ნაპოლიმ“ დღეს დილით Konami-ს საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. გუნდი სერია A-ს 33-ე ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელიც შაბათს, „ემპოლის“ წინააღმდეგ უნდა გაიმართოს. გუნდმა ვარჯიში მსუბუქი პროგრამით, მოთელვით დაიწყო, შემდეგ კი ორ ნაწილად გაიყო და პირველ და მეორე მოედნებზე ერთმანეთს ეტაპობრივად ეცვლებოდნენ. სესია მცირეხნიანი მატჩით დაიხურა. დღეს მატიას ოლივეირამ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი სესია გასტროენტერიტის გამო გამოტოვა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

    Facebook კომენტარები