• 19-04-2024
    "მას სხვა გუნდში სიამოვნებით ვიხილავდი" - შვაინშტაიგერმა რაშფორდზე ისაუბრა
    "მას სხვა გუნდში სიამოვნებით ვიხილავდი" - შვაინშტაიგერმა რაშფორდზე ისაუბრა

    გარი ნევლითან გადაცემაში სტუმრობისას, გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, ბასტიან შვაინშტაიგერმა, "მანჩესტერ იუნაიტედზე" ისაუბრა.

    კლუბის შესახებ საკითხების განხილვის დროს, ნევილმა მარკუს რაშფორდის საკითხიც წამოჭრა.

    მოგეხსენებათ, შვაინშტაიგერი "იუნაიტედის" რიგებში სწორედ მაშინ ირიცხებოდა, როდესაც რაშფორდი პირველად გამოჩნდა დიდ სცენაზე 2016 წელს.

    ყოფილ ნახევარმცველს სჯერა, რომ 26 წლის ფორვარდისთვის უკეთესი იქნებოდა, თუ "წითელ ეშმაკებს" დატოვებს და რომელიმე სხვა კლუბს მიაშურებს.

    "დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მას უკეთეს კლუბში, სადაც ბურთს სწორ დროს მიიღებს ხოლმე." განაცხადა გერმანელმა.

    "ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ მას ვუყურებთ, თუმცა შეიძლება ბევრ რამეს ვერ ვამჩნევთ. მან რომ სხვა კლუბში ითამაშოს, ვინ იცის, შეიძლება მისი თამაშის ხარისხი ერთი ორად გაუმჯობესდეს კიდეც."

    "ის ისეთი დონის ფეხბურთელია, ვისაც თამაშის ბედის მარტოს გადაწყვეტა შეუძლია, თუმცა ამის დამტკიცების საშუალება ხშირად არ ეძლევა."

    შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მარკუს რაშფორდის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 მატჩში 8 გოლი და 5 ასისტია, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება, transfermarkt- ის მონაცემებით 60 მილიონი ევროა.

    Facebook კომენტარები