• 19-04-2024
    გრინვუდი ბრემერის სანაცვლოდ - როგორია "იუვეს" და "იუნაიტედის" სატრანსფერო გეგმები
    გრინვუდი ბრემერის სანაცვლოდ - როგორია "იუვეს" და "იუნაიტედის" სატრანსფერო გეგმები

    "მანჩესტერ იუნაიტედს" გადაწყვეტილი აქვს "იუვენტუსის" მხრიდან მეისონ გრინვუდის მიმართ დაინტერესება საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენოს.

    Gazzetta dello Sport- ის ცნობით, "წითელ ეშმაკებს" სურთ, თავდამსხმელი გლეისონ ბრემერის დამატებისთვის გამართულ მოლაპარაკებებში გამოიყენონ.

    27 წლის ცენტრალური მცველი უკვე მიჩნეულია "იუნაიტედისთვის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ. ჯიმ რატკლიფს სჯერა, რომ გუნდის ახლიდან შენებაში "იუვეს" მცველი მნიშვნელოვანი წვლილს შეიტანს.

    რახან "ბებერი ქალბატონი" თავდამსხმელის ძიებაშია, ხოლო "იუნაიტედი" ახალი მცველის დამატებას ცდილობს, დიდია შანსი გუნდებს შორის ზემოთხსენებული ფეხბურთელების გაცვლა ვიხილოთ.

    Facebook კომენტარები