რონალდომ დაბრუნების თარიღი დაანონსა

8-09-2016, 20:00

კრისტიანო რონამდომ დაადასტურა, რომ ის შაბათს გასამართ ლა ლიგის თამაშში მონაწილეობას მიიღებს.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ტრავმა ევრო 2016-ის ფინალში მიიღო, როდესაც მატჩის დასაწყისისას შეეჯახა ფრანგ ნახევარმცველ დიმიტრი პაიეს და მოედნის დროზე ადრე დატოვება მოუწია. ამის გამო მას 3 თვის და ევროპის სუპერთასისა და ლა ლიგის 2 შეხვედრის გამოტოვება მოუხდა.

"დიახ, შემდეგ შეხვედრაში მე მოედანზე გამოვალ." - განაცხადა კრისტიანომ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალმა" რონალდოს გარეშე შეძლო ლა ლიგის პირველი ორი შეხვედრის მოგება, ახლა კი შემდეგი შეხვედრა შაბათს "ოსასუნასთან" უწევთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით