• 19-04-2024
    მარიო გომესი: "ნოიერი მესის დონეზეა"
    მარიო გომესი: "ნოიერი მესის დონეზეა"

    გერმანული ფეხბურთის ყოფილმა ვარსკვლავმა, მარიო გომესმა, მანუელ ნოიერისა და ლეო მესის საფეხბურთო მემკვიდრეობა ერთმანეთს შეადარა.

    "მე ვთვლი, რომ მანუელ ნოიერი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელობით ლეო მესის დონეზეა. არ ვიცი, ამას ბოლომდე ვიაზრებთ თუ არა, მაგრამ ჩვენ ვიხილეთ მეკარე, რომელმაც თამაშში რევოლუცია მოახდინა. ალბათ ამ ყველაფერს 20 წლის შემდეგ უკეთ მივხვდებით." განაცხადა გომესმა.

    ეჭვგარეშეა, ნოიერი ერთ-ერთია იმათგან, ვინც მეკარის პოზიცია სულ სხვა, ახალ დონეზე აიყვანა, თუმცა მაინც საკამათოა იმის თქმა, ეყოფა თუ არა მას დამსახურება ბევრის აზრით ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეს შეედაროს. თანაც, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სიამოვნება, ორივე მათგანის თამაშს ვადევნოთ თვალი.

    აქვე შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერმა ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში "არსენალის" წინააღმდეგ კარი მშრალად შეინახა და ზემოთხსენებულ ტურნირზე ამ მაჩვენებელში ლეგენდარულ იკერ კასილასს გადაუსწრო. ახლა უკვე ნოიერს ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში ყველაზე მეტი - 58 მშრალად შენახული კარი აქვს.

    Facebook კომენტარები