• 20-04-2024
    სუპერკომპიუტერის ვარაუდი - რომელ ადგილზე გავა საქართველო ევრო 2024-ზე
    სუპერკომპიუტერის ვარაუდი - რომელ ადგილზე გავა საქართველო ევრო 2024-ზე
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. "ჯვაროსნები" F ჯგუფში არიან მოხვედრილნი, სადაც მათი მეტოქეები პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ეროვნული გუნდები იქნებიან.

    ცხადია, თავიანთ სადებიუტო სანაკრებო ფორუმზე ქართველები ფავორიტების რანგში ნამდვილად არ ჩადიან, თუმცა ჩვენი გუნდისგან მცირეოდენი სიურპრიზების მოლოდინი მაინც არსებობს. მაგალითად, ცნობილი სტატისტიკური სააგენტოს სუპერკომპიუტერი მიიჩნევს, რომ ვილი სანიოლის შეგირდები პლეი ოფში გააღწევენ.

    აღნიშნული ალგორითმის დათვლით, საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან მე-3 ადგილით გავა, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო 4 მესამეადგილოსანს შორის ერთ-ერთი იქნება.

    თუ ქართველები მერვედფინალში სწორედ მესამე ადგილით გავლენ, მათი მეტოქე B ან C ჯგუფის გამარჯვებული იქნება. B ჯგუფში პირველობისთვის წესით ესპანეთმა და იტალიამ უნდა იბრძოლონ, C ჯგუფში კი გამოკვეთილი ფავორიტი ინგლისის ნაკრებია. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ სუპერკომპიუტერი ევრო 2024-ზე ჩვენი თავგადასავლის დასრულებას სწორედ მერვედფინალურ ეტაპზე ვარაუდობს.

    მაშასადამე, "ჯვაროსნები" ევროპის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდებიან, პლეი ოფის პირველ შეხვედრაში დამარცხების გამო კი ტურნირს 8-16 პოზიციაზე დაასრულებენ.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირზე პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს. მას დორტმუნდში მდებარე "სიგნალ იდუნა პარკი" უმასპინძლებს.

    Facebook კომენტარები