"პსჟ"-მ ნეიმარს წელიწადში 40 მილიონი შესთავაზა

9-09-2016, 13:40

გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში საფრანგეთის ჩემპიონები ახალგაზრდა ბრაზილიელის გადაბირებას აქტიურად ცდილობდნენ.

"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობამ ნეიმარის სანაცვლოდ "ბარსელონას" 190 მილიონი ევრო შესთავაზა, თავად ფეხბურთელისთვის კი მზად იყვნენ, ბრწყინვალე პირობები შეეთავაზებინათ, რომლის მიხედვითაც ის ყოველწლიურად 40 მილიონს გამოიმუშავებდა.

"ნეიმარი პარიზში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. მას ფინანსურად საკმაოდ მომგებიანი ხელშეკრულებები შესთავაზეს. იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარიანტიც, თუმცა მან ნაკლები ფული და "ბარსელონაში" დარჩენა ამჯობინა", - განაცხადა ბრაზილიელის აგენტმა.

პირველ ივლისს ცნობილი გახდა, რომ ნეიმარსა და "ბლაუგრანას" შორის ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. მხარეებმა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხაც გაზარდეს: პირველ წელს ეს 200, მეორე წელს 222, ხოლო მესამე წლიდან 250 მილიონი ევრო იქნება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით