• 20-04-2024
    “ამ ფაქტმა გამაბედნიერა” - პუჟემ მიქაუტაძე ისაუბრა
    “ამ ფაქტმა გამაბედნიერა” - პუჟემ მიქაუტაძე ისაუბრა

    “მეცის” ყოფილმა თავდამსხმელმა, სირილ პუჟემ Le Republician Lorrain-თან საუბრის დროს გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა:

    “მეცს დიდი ხანია ბომბარდირი არ ჰყოლია. პრინცილში კარგი გოლეადორი არც მე ვყოფილვარ. 29-წლიანი ლოდინი მოუნდა ამ რეკორდის გამოერენას. ცხადია, ამ ფაქტმა გამაბედნიერა. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი ამ სტატისტიკის ხილვის შემდეგ. ამავდროულად, ეს ფაქტი ჩემთვის დიდი სიამაყის მიზეზი იყო.

    მიქაუტაძე ბრწყინვალე მოთამაშეა. ის ფაქტი, რომ მეცი ლიგა 1-ში თამაშის შანსს ინარჩუნებს, გიორგის დამსახურებაა”. - განაცხადა პუჟემ.

    ცნობისთვის, მიქაუტაძე პუჟეს შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც “მეცის” მაისურით ზედიზედ ორ შეხვედრაში შეასრულა ლიგა 1-შო დუბლი.

    Facebook კომენტარები