• 20-04-2024
    კასორლა: უფასოდ ვითამაშებდი მაგრამ...
    კასორლა: უფასოდ ვითამაშებდი მაგრამ...

    სანტი კასორლა ახლახანს დაბრუნდა "რეალ ოვიედოში", კლუბში, სადაც მისი საფეხბურთო მოგზაურობა ორი ათეული წლის წინ დაიწყო.

    კასორლამ უარი თქვა კლუბისგან სრული ხელფასის მიღებაზე, მეტიც, მას უფასოდ თამაშიც კი სურდა, თუმცა ლა ლიგის წესების გამო, ეს წინადადება უარყოფილ იქნა, ვინაიდან ლიგის წესებით აუცილებელია მოთამაშემ გარკვეული შემოსავალი მიიღოს, ამიტომ ის კლუბისგან მხოლოდ მინიმალურ ხელფასს დასჯერდა.

    "უფასოდ ვითამაშებდი, მაგრამ ამის უფლებას არ მაძლევენ. მათ კარგი შეთავაზება გააკეთეს, თუმცა ჩემმა მეუღლემ მითხრა: არა, შენ ოვიედოში არა ფულის, არამედ სიამოვნების მისაღებად მიდიხარ. სწორედ იმ ღამით გადავწყვიტე ყველაფერი." განაცხადა ესპანელმა.

    "ყველგან კარგად მეპყრობოდნენ - არსენსლში ყველას ვუყვარვარ, ვილიარეალშიც, რეკრეშიც და მალაგაშიც, თუმცა პასუხისმგებლობა მაინც დიდია."

    "ხალხი ამას უკან გადადგმულ ნაბიჯს ეძახის, თითქოს ამით არაფერი შემემატება, მაგრამ ყველაფერი სრულიად საპირისპიროდაა. არ მინდა ვიყო ის მოთამაშე, რომელიც მაისურების გასაყიდად მოვიდა, მე მინდა ვიყო ფეხბურთელი.

    შეგახსენებთ, რომ კასორლას ჯერ "ოვიედოს" შემადგენლობაში არ უთამაშია, მიუხედავად იმისა, რომ ის ერთი თვის წინ შეუერთდა კლუბს, თუმცა როგორც თვითონ, ისევე კლუბის გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან იმ დღეს, როცა სანტი მათი მაისურით კვლავაც ითამაშებს.

    Facebook კომენტარები