• 23-04-2024
    ბრწყინვალე მიღწევა! - კვარაცხელია და მიქაუტაძემ ქართული ფეხბურთის ისტორია დაწერეს
    ბრწყინვალე მიღწევა! - კვარაცხელია და მიქაუტაძემ ქართული ფეხბურთის ისტორია დაწერეს

    რიგირც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების მოთამაშეები, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურებიან.

    მიქაუტაძემ “მეცის” მაისურით ლიგა 1-ში ჩატარებულ 16 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 3 საგოკე გადაცემის შესრულება შეძლო.

    კვარაცხელიამ “ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    საგულისხმოა, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში 2-მა ქართველმა შეძლო 10 გოლის გატანა.

    ცნობისთვის, კვარასა და გიორგის ზემოხსენებული შედეგის გასაუმჯობესებლად კიდევ რამდენიმე მატჩი ექნებათ. 

    Facebook კომენტარები