• 23-04-2024
    100 მილიონი კვარას სანაცვლოდ! - ლიგა 1-ისა და პრემიერ ლიგის გუნდები ხვიჩასთვის ბრძოლას აგრძელებენ
    100 მილიონი კვარას სანაცვლოდ! - ლიგა 1-ისა და პრემიერ ლიგის გუნდები ხვიჩასთვის ბრძოლას აგრძელებენ

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია საკმაოდ კარგ ფორმაშია.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ეკრემ კონურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიგა 1-ისა და პრემიერ ლიგის გუნდები აგრძელებენ კვარაცხელიასთვის ბრძოლას.

    “ნაპოლი” მზად არის, რომ 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მიღებული 100 მილიონიანი შეთავაზება განიხილოს.

    ცნობისთვის, ამავე წყაროს ცნობით, ზემოხსენებული ჩემპიონატებიდან კვარას შეძენით ამ ეტაპისთვის პსჟ და ლონდონის “ჩელსი” ინტერესდებიან.

    Facebook კომენტარები