• 23-04-2024
    ჯილდო ძალიან სოლიდურია - რამდენ მილიონს გადასცემს ფონდი "ქართუ" საქართველოს ნაკრებს
    ჯილდო ძალიან სოლიდურია - რამდენ მილიონს გადასცემს ფონდი "ქართუ" საქართველოს ნაკრებს
    Author of the article
    Aa

    საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კომპანია "ქართუ" ევროპის ჩემპიონატზე გასავლისთვის სოლიდურ ჯილდოს გადასცემს.

    ამასთან დაკავშირებით საქველმოქმედო ფონი განცხადებას ავრცელებს:

    "საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. ამ წარმატების, თაობათა ოცნების ახდენის უკან თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის, საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანების უდიდესი შრომა დგას.

    "სწორედ ამიტომ, საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.

    "გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ წარმატების ამ საოცარი გზის დასაწყისია და წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის", - ვკითხულობთ განცხადებაში.

    Facebook კომენტარები