პეპეს მომავალი ცნობილია

12-09-2016, 22:46

ესპანურ მედიაში პორტუგალიელი ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში პეპე მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობასთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

მოსალოდნელია, რომ პორტუგალიელი მცველის მიერ გაფორმებული ახალი ხელშეკრულება 2019 წლამდე იქნება ძალაში. ამ დროისთვის პეპე უკვე 35 წლის იქნება.

წყაროზე დაყრდნობით, ვეტერანი ფეხბურთელი სამუშაო ადგილის შეცვლის ვარიანტს არ განიხილავს და თავის მომავალს მხოლოდ "სამეფო კლუბს" უკავშირებს.

შეგახსენებთ, სულ ცოტა ხსნის წინ მადრიდის "რეალი" ფიფამ ერთწლიანი სატრანსფერო ბანით დასაჯა, ამიტომაც, ისინი პეპესთან გახანგრძლივებას ჩქარობენ, რომლის მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება.



  • Sandro23
  • 12 სექტემბერი 2016 22:47
სიხარულით გაახანგრძლივებს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით