• 24-04-2024
    "დე ლაურენტისი მზადაა 4 მილიონ ევროს ჩამოვიდეს" - რას წერენ მედიაში ხვიჩაზე
    "დე ლაურენტისი მზადაა 4 მილიონ ევროს ჩამოვიდეს" - რას წერენ მედიაში ხვიჩაზე
    Author of the article
    Aa

    ცნობილმა ვებგვერდმა "sportdelsud.it"-მა "ნაპოლის" შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

    კერძოდ, გამოცემამ სტატიაში ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა:

    "კრიშტიანო ჯუნტოლის მიერ 2022 წლის ზაფხულში მოყვანილმა ფებურთელმა უდიდესი წვლილი შეიტანა სკუდეტოს მოგებაში, ამ სეზონში კი, რომელიც საბედნიეროდ მალე დასრულდება, 77 ნომერი რჩება იშვიათ ნათელ წერტილად “აძურიში”. 

    "ქართველმა ვარსკვლავმა, რომელიც ახლახან თავის ნაკრებს ევრო 2024-ის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა, 10 გოლი გაიტანა და ნაპოლის მწვრთნელის ფრანჩესკო კალცონას ერთ-ერთი დასაყრდენია. 

    "ამჟამად კი “პარტენოპეი” ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად გაარკვიოს ქართველი ფეხბურთელის მომავალი, რომელზეც თავლი პრემიერლიგის არაერთ კლუბს უჭირავს. 

    "ბოლო ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტები ნეაპოლში უახლოეს დღეებში უნდა ჩამოვიდნენ, რათა აურელიო დე ლაურენტისის კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების დეტალები განიხილონ. 

    "პრეზიდენტი მზად არის, 4 მილიონ ევროს ჩამოვიდეს, რამაც კვარაცხელიას თავისი თავგადასავლის ლურჯი მაისურით გაგრძელებისკენ უნდა უბიძგოს", - წერს "sportdelsud.it"

    Facebook კომენტარები