როდრიგესის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილია

13-09-2016, 14:18

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალისა" და კოლუმბიის ნაკრების შემტევმა ჯეიმს როდრიგესმა თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მომავალ სატრანსფერო ბაზარზე თუ არა, ზაფხულში კლუბს დატოვებს.

როდრიგესი დაუღალავად ვარჯიშობს, მაქსიმუმს აკეთებს, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნოს, თუმცა ახალ სეზონშიც ზიდანისგან ნდობა არ აქვს - პრიმერა დივიზიონის პირველ 3 ტურში მხოლოდ 34 წუთი ითამაშა.

"Daily Express"-ის ცნობით, კოლუმბიელის აგენტი წინასწარ მოლაპარაკებებს პრემიერ ლიგის კლუბებთან აწარმოებს. ყველაზე მეტად ჯეიმსის გადაბირება "არსენალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურებს სურთ, თუმცა ფავორიტად "წითელი ეშმაკებს" მოიხსენიებენ.

გარდა ამისა, 25 წლის ფეხბურთელს კარიერის გაგრძელების კიდევ ერთი ვარიანტი საფრანგეთშიც აქვს. ფრანგულ პრესაში წერენ, რომ "პარი სენ-ჟერმენი" მადრიდის "რეალს" იანვარში მსუყე შეთავაზებას უმზადებს, რაზეც ზიდანი წინააღმდეგი არ უნდა იყოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით