მესიმ უნიკალური რეკორდი დაამყარა

14-09-2016, 00:23

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა დღეს მორიგი ჰეთ-თრიკი შეასრულა, რითაც მან ახალი რეკორდი დაამყარა. ეს ჰეთ-თრიკი მესისთვის რიგით მეექვსე აღმოჩნდა ჩემპიონთა ლიგაზე, რაც აბსოლიტური რეკორდია.

აქამდე მესის და რონალდოს თანაბარი რაოდენობის ჰეთ-თრიკები ჰქონდათ გატანილი, მაგრამ დღეს შესრულებული სამი გოლით არგენტინელი ამ მაჩვენებელში წინ გაიჭრა. პორტუგალიელისა და არგენტინელის შემდეგ ყველაზე მეტი ჰეთ-თრიკი მარიო გომესს, ფილიპო ინძაგის და ლუის ადრიანოს აქვთ. მათ 3-3ჯერ მოახერხეს მეტოქის კარში სამი ან მეტი ბურთის მოთავსება, ჩემპიონთა ლიგის მატჩებში.

აქვე გთავაზობთ იმ გუნდების სიას, რომლებთანაც არგენტინელმა ჰეთ-თრიკების გაფორმება შეძლო:
"არსენალი", "პლზენი", "ლევერკუზენი", "აიაქსი", "აპოელი" და ახლა უკვე გლაზგოს "სელტიკიც".



  • tsandro
  • 14 სექტემბერი 2016 00:34
საღოლ რა, 6 ჰეთ თრიკის შესრულება ლიგაზე რავი :/

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით