ჟესუსი: "ვფიქრობ შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ"

15-09-2016, 01:23

დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის დარჩენილი 9 შეხვედრა, მათ შორის მატჩი მადრიდის "რეალსა" და ლისაბონის "სპორტინგს" შორის, სადაც ბოლო წუთებში მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით იმარჯვეს, 2-1.

გთავაზობთ ლისაბონელთა მთავარი მწვრთნელის, ხორხე ჟესუსის მატჩის შემდგომ კომენტარს.

"ჩვენ ვიცით ჩვენი გუნდის ხარისხი. მნიშვნელობა არ აქვს ვის ვხვდებით, ჩვენ ყოველთვის ტაქტიკურ გამძლეობას ვაჩვენებთ ნებისმიერ გუნდთან. 88 წუთის განმავლობაში იდეალური, მაგრამ მადრიდელთა შეცვლებმა გაამართლა."

"ვფიქრობ შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ გვჭირდება უფრო მეტი გამოცდილება. რონალდოს გოლი შეუდარებელი იყო, ის უბრალოდ საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში. შეიძლება ასე არ მომხდარიყო, მაგრამ ახლა ვერაფერს შევცვლით. წავაგეთ 5'000 ქომაგის წინაში, რომლებმაც მეტი დაიმსახურეს."

"მინდა მივულოცო მადრიდელებს ეს გამარჯვება. მათ გაშვებული გოლის შემდეგ სრული გარდაქმნა მოახდინეს და დაიმსახურეს 3 ქულა. იმედი მაქვს მომავალში ისეთ შეცდომებს აღარ დავუშვებთ, როგორიც დღეს ბოლო წუთებში დავუშვით. ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს და აუცილებლად ვიბრძოლებთ ჯგუფიდან გასვლისთვის."

აქვე გეტყვით ერთ საინტერესო ფაქტს, რომ მატჩის მიმდინარეობისას მატჩის მთავარმა არბიტრმა ხორხე ჟესუსი გააძევა მოედნიდან, გადამეტებული ემოციების გამოვლენის გამო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით