მატიას მესის იარაღის ტარებისთვის განაჩენი გამოუტანეს

16-09-2016, 13:25

არგენტინელი სუპერვარსკვლავის, ლიონელ მესის უფროს ძმას, მატიას მესის იარაღის უკანონო შენახვისთვის საბოლოო განაჩენი გამოუტანეს.

მოსამართლე გონსალო ლოპესმა ფეხბურთელის ძმას 1 წლის განმავლობაში ყოველ კვირა 4 საათით ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის, "როსარიოს" ახალგაზრდული კლუბის ფეხბურთელების გაწვრთნა დაავალა. გარდა ამისა მატიასს 400 ფუნტი სტერლინგის ჯარიმის გადახდა და 1 წლით ალკოჰოლის მიღება აეკრძალა.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის ძმა გასულ წლის ოქტომბერში დააკავეს, მას შემდეგ, რაც 34 წლის მატიასის მანქანაში 22 ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს.



  • giorgi18
  • 16 სექტემბერი 2016 13:46
რა იყო საომრად მიდის :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით