• 28-04-2024
    კიდევ ერთი წარმატება! - EJU-მ გრიგალაშვილი და გურეშიძე წლის საუკეთესოდ დაასახელა
    კიდევ ერთი წარმატება! - EJU-მ გრიგალაშვილი და გურეშიძე წლის საუკეთესოდ დაასახელა

    როგორც მოგეხსენებათ, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი გაიმართა.

    ევროპის ძიუდოს ასოციაციამ 2023 წლის საუკეთესო ძიუდოისტები დაასახელა.

    საგულისხმოა, რომ EJU-მ 2023 წლის საუკეთესო ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დაასახელა. 

    2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ძიუდოისტის წოდება კი შაკო გურეშიძემ მოიპოვა.

    საგულისხმოა, რომ გასული წლის საუკეთესო გუნდად საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დასახელდა.

    ქართული ძიუდო წლიდან წლამდე პროგრესირებს და მსოფლიოს დაპყრობას განაგრძობს.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები