ბონუჩი: "პრემიერ ლიგიდან ძალიან კარგი შემოთავაზება მივიღე"

16-09-2016, 18:09

ტურინის "იუვენტუსისა" და "სკუადრა აძურას" შეუცვლელმა მცველმა ლეონარდო ბონუჩი აპენინური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში "მანჩესტერ სიტის" შემოთავაზებაზე ისაუბრა. 


"ვერ მოგატყუებთ, რომ ინგლისიდან წინადადებები არ მიმიღია. მართლაც იყო საინტერესო ზარები, მთავაზობდნენ იმას, რაზეც უარის თქმა რთული იყო, თუმცა დაუფიქრებლად უარს ვამბობდი".


"განსაკუთრებით "სიტი" აქტიურობდა. გვარდიოლას ძალიან სურდა ჩემთან ერთად მუშაობა, რაც ჩემთვისაც დიდი პატივი იქნებოდა. მან დამირეკა და ბევრ კარგ რამეს დამპირდა, თუმცა "იუვენტუსი" ჩემი სახლია და ბედნიერი ვარ, რომ აქ დავრჩი".

"ჩემპიონთა ლიგა? სამწუხაროა, მნიშვბელოვან მატჩში ვერ შევძელით 3 ქულის მოპოვება. რა თქმა უნდა, "იუვეს" მიზანად კვლავ რჩევა ტურნირის ფინალში თამაში. ერთი კონკრეტული მატჩით არაფერი წყდება, მალე უნდა მოვეგოთ გონს და სიტუაცია გამოვასწოროთ”, - ამბობს იტალიელი მცველი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით