მარკინიოსი ესპანურ გრანდს მიუახლოვდა

17-09-2016, 12:56

ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ფრანგულ მედიაში გავრცელდა.

როგორც გამოცემა L`Equipe იტყობინება, დიდი შანსია, მომდევნო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მარკინიოსმა საფრანგეთის დედაქალაქი დატოვოს და კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს.

ცნობილია, რომ კატალონიელთა ხელმძღვანელობა მზადაა, ბრაზილიელი მცველის სანაცვლოდ "პარი სენ ჟერმენს" 60 მილიონი ევრო გადაუხადოს.

აღსანიშნავია, რომ "ბლაუგრანა" მარკინიოსის თაობაზე მოლაპარაკებებს ზაფხულშიც აწარმოებდა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით