გვარდიოლა: "საუკეთესო მეტოქეობა "ბორნმუთმა" გაგვიწია"

18-09-2016, 19:49

მოგეხსენებათ, ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "ბორნმუთს" უმასპინძლა და ანგარიშით 4-0 გაანადგურა.

მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე "ქალაქელთა" თავკაცმა პეპ გვარდიოლამ, საინტერესო განცხადება გააკეთა:

"ბორნმუთმა" საუკეთესო მეტოქეობა გაგვიწია მათ შორის, ვისაც მიმდინარე სეზონში შევხვედრილვართ. მათ ბრწყინვალედ შეუძლიათ ბურთზე კონტროლის დაწესება. ანგარიშით საკმაოდ კმაყოფილი ვარ, რადგან დავამარცხეთ გუნდი, რომელიც უამრავ პრობლემას გვიქმნიდა", - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, ესპანელი სპეციალისტის გუნდმა გასულ ტურში მანჩესტერულ დერბიში გაიმარჯვა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით