"სიტის" ფეხბურთელმა გვარდიოლას გენიოსი უწოდა

19-09-2016, 20:55

როგორც ჩანს, ესპანელი სპეციალისტი თავის ახალ კლუბში ფეხბურთელებზე დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს.

ილკაი გიუნდოგანმა, რომელიც, გუნდის თავკაცის მსგავსად, "მანჩესტერ სიტის" შემადგენლობას გასულ ზაფხულს შეუერთდა, ხოსეპ გვარდიოლას განსაკუთრებით აქებს:

"მე მიმუშავია ისეთ ორ მწვრთნელთან, როგორებიც იურგენ კლოპი და გვარდიოლა არიან. რა თქმა უნდა, გერმანელი ბევრად უფრო ემოციურია, მაგრამ მისი წარმატება "ბორუსიაში" წარმოუდგენელია",
- ამბობს გიუნდოგანი.

"გვარდიოლა კლოპისგან საგრძნობლად განსხვავებულია. მას თამაშის თავისებური ხედვა აქვს, მარტივად ღებულობს გადაწყვეტილებებს. პეპი გენიოსს ჰგავს. შესაძლოა, ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია", - განაცხადა გერმანელმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით