უმტიტი "ატლეტიკოსთან" შეხვედრას გამოტოვებს

20-09-2016, 22:34

როგორც ჩანს, ხვალ გასამართ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ლუის ენრიკეს გუნდი დიდი დანაკლისით იასპარეზებს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიის "ბარსელონას" ორშაბათის ვარჯიშზე ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი დაემტვრა და ის ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ფრანგმა მცველმა დაზიანება მარცხენა ფეხის მუხლზე მიიღო და დღეს ჩატარებული გამოკვლევების შედეგად გადაწყდა, რომ ის ხვალ არ ითამაშებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება ფეხბურთელი მოედანს.

შეგახსენებთ, რომ უმტიტი კატალონიურ კლუბს გასულ ზაფხულს შეუერთდა "ლიონიდან".



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი

დაგვიმეგობრდით