დონარუმას მომავალი ცნობილია

20-09-2016, 23:24

ცნობილი გახდა, თუ როგორ გაგრძელდება იტალიელი ამომავალი ვარსკვლავის კარიერა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, "მილანის" ხელმძღვანელობამ ჯანლუიჯი დონარუმასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება გადაწყვიტა. მხარეებმა შეთანხმების მიღწევა უკვე მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ 17 წლის გოლკიპერის მიმდინარე კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდეა ძალაში, თუმცა, არსებობს ერთი ნიუანსი: მას 2017 წლის თებერვლამდე ახალი ხელშეკრულების გაფორმება არ შეუძლია.

ეს ინფორმაცია აგენტმა მინო რაიოლამაც დაადასტურა: "დონარუმა "მილანში" რჩება".



  • tsandro
  • 21 სექტემბერი 2016 02:46
სწორო გადაქყვეტილებაა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით