• 29-06-2023
    ლორიამ "ანორთოსისი" დატოვა - ქართველს ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ
    ლორიამ "ანორთოსისი" დატოვა - ქართველს ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ

    საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველმა ნომერმა, გიორგი ლორიამ კვიპრსული "ანორთოსისი" 4 წლის შემდეგ დატოვა.

    ქართული პრესა ვეტერან მეკარეს ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებს. 

    "დინამო თბილისი აქტიურად მუშაობს საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი ლორიას დამატებაზე. იქედან გამომდინარე, რომ სეზონის ბოლოს ლორიას ანორთოსისიდან წამოსვლის შანის მაღალია, კლუბსა და ფეხბურთელს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა. შეთანხმების ალბათობა მაღალია"

    "გიორგი ჭიაბრიშვილს ევროტურნირების წინ მეკარის პოზიციაზე გარისკვა არ სურს და მისი სურვილი კლუბში გამოცდილი ფეხბურთელის დამატებაა", - წერდა "Geo Team" ერთი თვის წინ.

    აქვე მოგახსენებთ, რომ გიორგის "ანორთოსისში" ჩატარებულ 140 შეხევდრაში, კარი მშრალად შენახული 43-ჯერ აქვს.


    Facebook კომენტარები