ტურეს აგენტი გვარდიოლასთან "ომს" კვლავ აგრძელებს!

22-09-2016, 11:33

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველის იაია ტურეს აგენტი ხოსეპ გვარდიოლას წინააღმდეგ ხმაურიან განცხადებებს არ წყვეტს. მოგეხსენებათ, 33 წლის ფეხბურთელის ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არშეყვანის გამო დიმიტრი სელუკმა ესანელი მწვრთნელის წინააღმდეგ "ომი" წამოიწყო და ამჯერადაც მას შეურაცხყოფა მიაყენა.

"გვარდიოლას ფეხბურთზე მეტად ფული უყვარს", - ციტირებს ტურეს აგენტის სიტყვებს "Daily Mail"-ი. "2010 წელს, როდესაც ჩემი კლიენტი მანჩესტერულ კლუბს შეუერთდა, ის "სიტის"  მძ***რ გუნდს უწოდებდა. ახლა კი მან ფულის გამო მუშაობა დაიწყო სწორედ ამ კლუბში და აკეთებს ბევრ სისულელეს", - ამბობს დიმიტრი სელუკი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აგენტმა განაცხადა, რომ ტურე და ის გვარდიოლას გადაწყვეტილებით ძალიან უკმაყოფილოები არიან და მას "ომს" უცხადებენ. ეს ნათქვამი ესპანელ სპეციალისტს არ ესიამოვნა და თქვა, სანამ დიმიტრი ბოდიშს არ მოიხდის, ტურე ძირითად შემადგენლობაში ვერ ითამაშებსო.

  • Milanista21
  • 22 სექტემბერი 2016 18:13
მაგარი არასწორია რა გვარდიოლა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით