გვარდიოლამ ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებაზე ისაუბრა

24-09-2016, 12:50

მოგეხსენებათ, მანჩესტერულ კლუბში მისვლის შემდეგ ესპანელმა სპეციალისტმა არაერთი ცვლილება გააკეთა.

გასულ ზაფხულს ხოსეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და შემადგენლობის გაძლიერებას უმალ შეუდგა. მან გაიფორმა ილკაი გიუნდოგანი, ლეროი სანე, ნოლიტო, ჯონ სტოუნზი და სხვები.

ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება კარის დაჯარის ცვლილება იყო. ჯო ჰარტი, რომელიც "ქალაქელთა" ღირსებას ათი წლის განმავლობაში იცავდა, პეპმა მოულოდნელად "ტორინოში" გაუშვა და მის ადგილას კლაუდიო ბრავო შეიძინა.

გვარდიოლას აზრით, სწორედ ჰარტის გაშვება იყო მის მიერ მიღებული ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება მანჩესტერში:

"ჰარტის გაშვება ძალიან გამიჭირდა, თუმცა გადაწყვეტილებებს გუნდის საკეთილდღეოდ ვიღებ. არ დამივიწყდება მისი პირველი რეაქცია. ეს ჩემთვის საკმაოდ რთული იყო", - განაცხადა გვარდიოლამ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მოლსი: "არველაძესთან ერთად თამაში საოცარი იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით