გრიზმანი ადასტურებს: "ევროპულ გრანდებს ჩემი შეძენა სურდათ"

24-09-2016, 17:06

როგორც მოგეხსენებათ, გასულ სეზონში შესანიშნავი თამაშის ჩვენების შემდეგ პრესაში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი თავდამხსმელი ანტუან გრიზმანი მალე გუნდს დატოვებდა და რომელიმე გრანდს შეუერთდებოდა. როგორც ჩანს, ეს ჭორები უსაფუძვლო არ ყოფილა.

25 წლის თავდამსხმელის განცხადებით, იყო რამდენიმე ევროპული გუნდი, რომლებსაც მისი შეძენა სურდათ.

"ვიცოდი, რომ "პსჟ" და კიდევ რამდენიმე ევროპული გუნდი ჩემს შეძენას ცდილობდა, მაგრამ ჩემს აგენტს განვუცხადე, რომ ყველა წინადადება უარით გაესტუმრებინა. რა თქმა უნდა დიდი კლუბების ინტერესი ძალიან კარგია, მაგრამ მირჩევნია მადრიდში დავრჩე და ამ გუნდთან ერთად მივაღწიო წარმატებას." - განუცხადა ანტუანმა პრესას.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანი "ატლეტიკოს" რიგებს 2014 წელს შეუერთდა და გასულ წელს მან გუნდთან ერთად ლიგის ფინალში თამაში შეძლო. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

დაგვიმეგობრდით