ჰუმელსი "ატლეტიკოსთან" სათამაშოდ ემზადება

26-09-2016, 23:51

როგორც ჩანს, გერმანელი ცენტრალური მცველი მომდევნო შეხვედრაში თავისი გუნდის დახმარებას შეძლებს.

მოგეხსენებათ, ბუნდესლიგის გასულ ტურში, "ჰამბურგის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, მატს ჰუმელსმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანი მეორე ტაიმში დატოვა.

თავდაპირველად, მოსალოდნელი იყო, რომ მას გარკვეული პერიოდის გამოტოვება მოუწევდა, თუმცა მოვლენები სწრაფად შეიცვალა.

როგორც ახლა მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, ჰუმელსის დაზიანება მძიმე არ აღმოჩნდა, მან გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე აღადგინა და მადრიდის "ატლეტიკოსთან" სათამაშოდ ემზადება.

თუმცა, კარლო ანჩელოტის კვლავ რჩება რამდენიმე დაშავებული ფეხბურთელი. ესენი ჰოლგერ ბადშტუბერი და დუგლას კოშტა არიან.

  • Sandro23
  • 26 სექტემბერი 2016 23:55
რა ეჩქარებოდა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, ჩვენ ჩვენი ბრძოლის ველი გვაქვს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით