ტოპ 5 ფეხბურთელი, რომელმაც მწვრთნელს "აგინა"

27-09-2016, 00:05

როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ "ლას პალმასსა" და მადრიდის "რეალს" შორის გამართული შეხვედრის დროს ზინედინ ზიდანმა მოედნიდან კრისტიანო რონალდო გაიყვანა. ამ ცვლილებამ პორტუგალიელი ფეხბურთელი იმდენად აღაშფოთა, რომ სათადარიგო სკამზე დაჯდომის შემდეგ ფრანგ მწვრთნელს არასასიამოვნო სიტყვები მიაძახა. საფეხბურთო ისტორიაში კი რონალდოს გარდა კიდევ არაერთი ფეხბურთელი ყოფილა, რომელმაც გუნდის მწვრთნელს აგინა. ჩვენი გვერდი წარმოგიდგენთ ასეთი ფეხბურთელების 5-ეულს. მათ შორის ორი ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა.

5. ჯონჯო შელვი - ალექს ფერგიუსონი

 
"ლივერპული" - მანჩესტერ "იუნაიტედის" შეხვედრის დროს, მატჩის 44-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველი ჯონჯო შელვი მოედნიდან გააგდეს. ამან იმდენად განარისხა ინგლისელი ფეხბურთელი, რომ "წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელს გინება დაუწყო.

წლების შემდეგ შელვიმ ამ ფაქტზე ისაუბრა. მისი განცხადებით ამ მომენტში თავდაპირველად ფერგიუსონთან ირონიით ტაშის დასაკრავად გაემართა, რაზეც შოტლანდიელმა უპასუხა რომ შელვის პატარა "ბურთები" ქონდა, სწორედ ეს გახდა მისი გაბრაზების მიზეზი.

შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა 2012 წელს გაიმართა.

4. მარიო ბალოტელი - რობერტო მანჩინი
 
როგორც მოგეხსენებათ იტალიელი ფორვარდი საკმაოდ რთული მანერებით გამოირჩევა. წლების განმავლობაში ბევრ მწვრთნელს ამ ყველაფრის ატანა უწევდა და ბევრი საკმაოდ რთულად, მაგრამ მაინც არჯულებდა სუპერმარიოს. მაგრამ რობერტო მანჩინისა და მარიოს შორის ერთხელ საკმაოდ დიდი ჩხუბი ატყდა, რაზეც იტალიელმა ფორვარდმა ნერვები ვერ მოთოკა და მწვრთნელს საკმაოდ უშვერი სიტყვებით აგინა. თავად ფეხბურთელი ამ ყველაფერს არ ადასტურებს, მაგრამ ვიდეოკადრები სულ სხვარამეზე მეტყველებს.

3. თორნიკე ოქრიაშვილი - კახა ცხადაძე
 
როგორც იცით თორნიკე ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც ნაკრებში ბოლომდე იხარჯება და ყოველთვის მაქსიმუმს დებს. მისი ამ თვისების გამო მას ძალიან სძულს მომენტი, როდესაც მოედანზე სრული, 90 წუთის ჩატარება არ უწევს. შარშან, საქართველოსა და შოტლანდიის შეხვედრის დროს შეხვედრის ბოლოს ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ის შეცვალა, რამაც თორნიკე ძალიან აღაშფოთა და მწვრთნელს "გინება დაუწყო". ძალიან კარგია, როდესაც ფეხბურთელი ბოლომდე შრომობს და სურს რომ გუნდს მთელი შეხვედრის მანძილზე დაეხმაროს, მაგრამ იმედია "ოქრის" ასეთი შეცდომა მეტი აღარსდროს დაემართება.

2. ჯანო ანანიძე - თემურ ქეცბაია

 
ეს შეხვედრა სამი წლის წინ გაიმართა. მაშინ ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებები ამხანაგურად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და მატჩის დასაწყისშივე ჩვენი ნაკრების მეკარე გიორგი ლორია გააძევეს. ამ ყველაფერს კი რაღათქმაუნდა ლოგიკური შეცვლა მოჰყვა, შემტევი ფეხბურთელის (ამ შემთხვევაში ანანიძის) ნაცვლად ცვლილებაზე მეკარე გამოვიდა. ამ ყველაფრის გამო ჯანო იმდენად გაბრაზდა, რომ მან ქეცბაიას "გინება" დაუწყო. საბოლოოდ ის შეხვედრა ანგარიშით 4-0 დავთმეთ.

1. კრისტიანო რონალდო - ზინედინ ზიდანი


გუშინ გამართულ შეხვედრაში, რომელშიც ერთმანეთს "ლას პალმასი" და მადრიდის "რეალი ხვდებოდნენ 72-ე წუთზე მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მოედანზე კრისტიანო რონალდოს ნაცვლად ლუკას ვასკესი გამოუშვა. ამ ფაქტით პორტუგალიელი ფეხბურთელი რა თქმა უნდა უკმაყოფილო დარჩა, რაც მოედნიდან გასვლის მომენტში მის სახეზეც კარგად ჩანდა. დღეს კი უცხოურ პრესაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ რა სიტყვებს ეუბნება რონალდო ფრანგ მწვრთნელს, სკამზე დაჯდომის შემდეგ: "su puta madre" რაც ქართულად ნიშნავს: "შენი დედაც". ეს სიტყვები სავარაუდოდ კრისტიანომ ზიდანს "მიუძღვნა."

სავარაუდოდ ეს ვიდეო ფრანგ მწვრთნელამდეც მიაღწევს და ვნახოთ, როგორ დასჯის ზიდანი პორტუგალიელ ვარსკვლავს.



  • tsandro
  • 27 სექტემბერი 2016 00:06
ყველა ძაან არასწორად მოიქცა :/ განსაკუთრებით ოქრი

es arasworebi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

31 მილიონი მზადაა - რას წერს "გენტის" ოფიციალური გვერდი ჩაკვეტაძეზე

დაგვიმეგობრდით