აგენტი: "ტერ შტეგენის მომავალი გადაწყვეტილია"

28-09-2016, 15:51

ახალგაზრდა გერმანელი გოლკიპერის წარმომადგენელმა თავისი კლიენტის მომავლის შესახებ ისაუბრა.

ესპანური მედია მარკ-ანდრე ტერ შტეგენის აგენტის, გერდ ბრიუხის განცხადებას ავრცელებს.

"გასულ ზაფხულს ტერ შტეგენის მიმართ ინტერესს არაერთი კლუბი იჩენდა. მას რეგულარული სათამაშო დროის მიღება სურს. "ბარსელონამ" კი მას ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა", - ამბობს ბრიუხი.

"ამ ყველაფრის შემდეგ მარკი კატალონიურ გრანდში თავს მშვენივრად გრძნობს და ახალი ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვეტილი აქვს", - განაცხადა აგენტმა.



  • Sandro23
  • 28 სექტემბერი 2016 15:52
ძალიან კარგი !

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით