გვარდიოლა: "ვიმუშავებ თუ არა ინგლისის ნაკრებში?"

29-09-2016, 12:22

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სემ ელერდაისის გათავისუფლების შემდეგ ბრიტანულ პრესაში მისი შემცვლელის უამრავი კანდიდატი დაასახელეს, მათ შორის იყო ტიტულოვანი სპეციალისტი ხოსეპ გვარდიოლაც. ესპანელს ამასთან დაკავშირებით ჰკითხეს და მისგან საინტერესო  ისტორია მოისმინეს.

"ვიმუშავებ თუ არა ინგლისის ნაკრებში? გამორიცხულია, რადგან ჩემი თავი სანაკრებო დონეზე ვერ წარმომიდგენია. თანაც, მათ ჩემი შეძენა 2012 წელსაც სურდათ, როცა "ბარსელონა" დავტოვე, თუმცა მაშინაც უარი მიიღეს. ამის შემდეგ, შეთავაზებასაც კი აღარ მივიღებ და რასაც პრესაში წერენ, უბრალოდ ჭორია", - აცხადებს გვარდიოლა.

შეგახსენებთ, ინგლისის ნაკრების აწ უკვე ყოფილი თავკაცი "The Telfegraph"-ის ანტიკორუპციული გამოძიების "მსხვერპლი" გახდა. არსებობს ფაქტები, რომ ელარდაისი ერთ-ერთ აზიელ აგენტს დახმარების სანაცვლოდ 400 000 ფუნტს ფეხბურთის ასოციაციის სატრანფერო წესების გვერდის ავლით სთხოვდა.


ინგრისის ნაკრების შესაძლო თავკაცობის კანდიდატებად ისეთი სპეციალისტები მოიაზრებიან, როგორებიც არიან: სტივ ბრუკი, არსენ ვენგერი, ჟოზე მოურინიო, ალან პარდიუ, სტივენ ჯერარდი და დეივიდ ბეკჰემიც კი.



  • levani25
  • 30 სექტემბერი 2016 02:09
სანაკრებო დონეზე შენ იქნები 0

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი

დაგვიმეგობრდით