• 29-06-2023
    ვიტორ როკემ ინსტაგრამზე რონალდ არაუხო გამოიწერა
    ვიტორ როკემ ინსტაგრამზე რონალდ არაუხო გამოიწერა
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" "ატლეტიკო პარანაენსეს" სუპერტალანტით, ვიტორ როკეთი ინტერესდება.

    კატალონიური გრანდი 18 წლის ცენტრფორვარდს უკვე დიდი ხანია უმიზნებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როკეს ტრანსფერი "ლურჯ-ბროწეულისფერთ" 35 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

    "ბარსას" ტრანსფერი შეთანხმებული აქვს, მაგრამ ახლა გასარკვევი ისაა, შეძლებს თუ არა კლუბი მოთამაშის დარეგისტრირებას.

    არაა გამორიცხული, როკე ერთი სეზონით ისევ "ატლეტიკოში" დატოვონ.

    სხვათა შორის, ბრაზილიელმა ტალანტმა დღეს ინსტაგრამზე რონალდ არაუხო გამოიწერა.

    აქვე გეტყვით, რომ 2023 წელს ვიტორს 20 გოლი აქვს გატანილი.

    Facebook კომენტარები