პეპეს იტალიაში ეპატიჟებიან

2-10-2016, 12:39

არ არის გამორიცხული, ვეტერანმა პორტუგალიელმა ესპანეთის დედაქალაქის დატოვება გადაწყვიტოს.

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეპეს შეძენით "მილანის" ხელმძღვანელობა დაინტერესდა. ფეხბურთელის გაფორმება მათ მომდევნო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურთ.

როგორც ცნობილია, "როსონერი" მზად არის, პორტუგალიელ მცველს ორწლიანი ხელშეკრულება შესთავაზოს, რომლის მიხედვითაც ის ყოველწლიურად ოთხ მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, პეპეს მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა, როგორც ადგილობრივ პრესაში იუწყებიან, მადრიდის "რეალი" მისთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას გეგმავს.



  • Sandro23
  • 2 ოქტომბერი 2016 12:40
გამორიცხულია, რეალში დარჩება

  • tsandro
  • 2 ოქტომბერი 2016 23:09
პეპიტო არსად წავა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით