რონალდო: "მარსელო ჩემზე უფრო დიდი დანაკლისია"

3-10-2016, 01:37

კრისტიანო რონალდომ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მადრიდული გუნდისთვის მარსელოს დანაკლისი უფრო რთულად გადასატანია ვიდრე თავად კრისტიანოს არყოფნა.

"ვფიქრობ, რომ გუნდისთვის ჩემზე უფრო დიდი დანაკლისი მარსელოს არყოფნაა. იმ პოზიციაზე, სადაც მე ვთამაშობ გუნდს არაერთი ფეხბურთელით შეუძლია ჩემი შეცვლა, მაშინ როდესაც ბრაზილიელი ფეხბურთელის პოზიციაზე პრაქტიკულად არავინ გვყავს."

"მიუხედავად იმისა, რომ მარსელოს ადგილზე თამაშობს კოენტრაო, რომელიც უდიდესი ნიჭის პატრონია, ის მაინც საკმაოდ ტრავმიანია და კარგ ფიზიკურ კონდინციებში ვერ იმყოფება. იმედი მაქვს ბრაზილიელი მცველი მალე დაგვიბრუნდება." - განაცხადა პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა

შეგახსენებთ, რომ მარსელოს არყოფნაში მადრიდულმა გუნდმა უკვე ზედიზედ სამი შეხვედრა ვერ მოიგო.



  • tsandro
  • 3 ოქტომბერი 2016 01:49
რამე ახალი თქვი :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით