გოდინი იტალიის ჩემპიონატში?

3-10-2016, 16:24

მადრიდული კლუბის ურუგვაელი მცველის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია.

როგორც იტალიურ მედიაში იუწყებიან, "მილანის" ხელმძღვანელობა დაცვის ცენტრალური ხაზის გაძლიერებას დიეგო გოდინის შეძენით გეგმავს.

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ "ატლეტიკო" ურუგვაელის იანვარში გაშვებას დათანხმდება, რადგან მან მიმდინარე სეზონში გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.

თუ "როსონერი" გოდინის მომავალ ზაფხულს გაფორმებას გადაწყვეტს, მაშინ მათ მადრიდელებისთვის 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

შეგახსენებთ, "მილანი" ასევე პეპესთან თანამშრომლობით ინტერესდება.



  • Sandro23
  • 3 ოქტომბერი 2016 16:27
მარტო გოდინი ვერ უშველის მილანს, თუ აძლიერებენ შემადგენლობას ბოლომდე გააძლიერონ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით