ვაისი: "ხარისხიანი თამაში ვაჩვენეთ"

7-10-2016, 12:24

გუშინ გაიმართა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები, მათ შორის მატჩი ირლანდიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის. ჩვენმა ბიჭებმა გუშინ საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარეს, მაგრამ სამწუხაროდ მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით გუნდმა საკმაოდ კარგი თამაში ჩაატარა და ასევე რამდენიმე ფეხბურთელი შეაქო.


"პირველ რიგში ვულოცავ ირლანდიას. ეს კარგი გუნდია, რომელსაც ჩინებული მწვრთნელები ჰყავს.. თამაშს რაც შეეხება, როდესაც გოლის გატანას ვერ ახერხებ, რჩები ხელცარიელი, თუმცა, ჩვენ განსაკუთრებით პირველ ტაიმში ხარისხიანი თამაში ვაჩვენეთ, სამი საგოლე მომენტი შევქმენით და მოედნის შუაში კარგად გამოვიყურებოდით, სადაც გამოვყოფდი ვალერი გვილიას, რომლისთვისაც ეს სადებიუტო თამაში იყო. მე ვფიქრობ, რომ დროის განმავლობაში ეს გუნდი უფრო და უფრო მოუმატებს თამაშს. ხუთ თვეში შედეგის მიღწევა რთულია, თუმცა, ჩვენ ავსტრიასთანაც საკმაოდ კარგად ვითამაშეთ და დღესაც. ამის მიუხედავად, გვაქვს 0 ქულა, ამას კი მხოლოდ უიღბლობას ვერ დავაბრალებთ. მართალია, არ გაგვიმართლა, მაგრამ მე გუნდს შესვენებაზე ვუთხარი, რომ დაცვაში არც ერთი შეცდომის დაშვების უფლება არ გვქონდა და განსაკუთრებით კოულმენისთვის უნდა მიგვექცია ყურადღება. ის გადასარევი ფეხბურთელია, ერთი შანსი მიეცა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. ეს ერთი შეცდომა მეტად ძვირად დაგვიჯდა, მაგრამ ახლა წინ უნდა ვიყუროთ. მე დღეს ბედნიერი ნამდვილად არ ვარ, თუმცა, ის, რომ ჩემმა გუნდმა ირლანდიაში კარგი თამაში აჩვენა, ჩემთვის როგორც მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გუშინდელ პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, რომ საქართველოს ტექნიკურად კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ირლანდიას კი - ბრძოლისუნარიანი მოთამაშეები. ეს დღევანდელ თამაშშიც გამოჩნდა: ჩვენ ბურთს კარგად ვფლობდით, მაგრამ ჩვენი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. 3-4 საგოლე შანსიდან ერთით მაინც უნდა გვესარგებლა. თქვენ, ჟურნალისტებს, ვრცლად შეგიძლიათ ამ თამაშზე დაწერა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენთვის ეს ცუდი შედეგი იყო." - აცხადებს სლოვაკი მწვრთნელი მატჩის შემდგომ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ჩვენუ ეროვნულ გუნდი მომდევნო შეხვედრას კვირას კარდიფში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

Imedia moldovastan orive tamashshi vimarjvebt

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნიდ მომავალი" - რას აკეთებს 18 წლის მეკარე პანდემიის დროს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით