ო'ნილი: "საქართველომ რამდენიმე ეპიზოდში გვაჯობა"

7-10-2016, 13:05

გუშინ გამართული ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ მასპინძლების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ო'ნილმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. მისი თქმით საქართველოს ნაკრები საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და მთელ რიგ ეპიზოდებში ჯაბნიდა კიდეც მის გუნდს.

"მე მოველოდი, რომ ქართველები უფრო ჩაკეტილ ფეხბურთს ითამაშებდნენ, რაც ასე არ მოხდა. მათ რომ უკეთესად ეთამაშათ დამაგვირგვინებელ ფაზაში მაშინ სერიოზული ნერვიულობა მოგვიწევდა."

"საბოლოო ჯამში გუშინ საკმაოდ რთული თამაში მოგვიწია. პირველ ტაიმში ქართველებმა რამდენიმე ეპიზოდში მართლაც გვაჯობეს. მეორე ტაიმში კი გუნდმა ჩემი მითითებები ზუსტად შეასრულა და საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ." - აცხადებს მარტინ ო'ნილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

  • levani25
  • 8 ოქტომბერი 2016 01:13
რამდნემე კი არა მოგებას ვიმსახურებდით

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით